6 მსაჯები
არსი
Mp>[ყოველ] თამაშს | მატჩს უძღვებიან მსაჯები: "მოედნის მსაჯი" | რეფერი [ქვემოთ | მოკლედ -- უბრალოდ "მსაჯი"] და ორიც "კიდის მსაჯი" | თანა-მსაჯი. ორგანიზატორმა თამაშამდე კიდევ შეიძლება დანიშნოს | დაუშვას "სათადარიგო მსაჯი", ტელე-მსაჯი [ვიდეო-რეფი], დროის მსაჯი, მატჩის ექიმი, გუნდების ექიმები, გუნდების არა-მოთამაშე წევრები და "ბურთის მიმტანები".
თანა-მსაჯმა | კიდის მსაჯმა [მოედნის] მსაჯს უნდა ანიშნოს აუტში | ლელოს კიდეზე გადასვლა და კარში დარტყმის შედეგი. მსაჯმა თანა-მსაჯი შეიძლება დაიხმაროს სხვა მხრივაც -- ანიშნებინოს ბინძურად თამაშიც.
მსაჯის დანიშვნა
6.1 მსაჯს ნიშნავს ორგანიზატორი. თუ ამას მსაჯი არ დაუნიშნავს -- გუნდები მსაჯს თავად აირჩევენ; ხოლო თუ ვერ შეთანხმდნენ -- მსაჯს მასპინძელი გუნდი დაასახელებს.
6.2 თუ მსაჯი თამაშს ბოლომდე ვერ გაუძღვა -- მისი შემცვლელი ორგანიზატორის მითითების თანახმად უნდა აირჩეს. თუ ორგანიზატორს ასეთი მითითება არ გაუცია -- მსაჯი თავად დაასახელებს შემცვლელს; ხოლო თუ მსაჯს ამის უნარი ვე[ღა]რ შესწევს -- ახალი მსაჯი მასპინძელმა უნდა დანიშნოს.
მსაჯის საქმე თამაშამდე
6.3 მსაჯმა უნდა ჩაატაროს წილის-ყრა: ერთი გუნდის კაპიტანმა "ბოჯღალი" | "თეთრი" აირჩიოს | თქვას, მეორისამ კი -- მონეტა ააგდოს. წილის მომგები აირჩევს ბურთს [თამაშის დაწყებას] ან მოედანს [მოედნის მხარეს]. თუ მან მოედანი აირჩია -- თამაშს "მეტოქე გუნდი" დაიწყებს, და პირუკუ: თუ აირჩია ბურთი -- მოედანს აირჩევს მეტოქე.
6.4 მსაჯებმა უნდა შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა მოთამაშეთა სამოსი და ბუცის მორჩები წესი 4-ის მოთხოვნებს.
მსაჯის საქმე თამაშის დროს
6.5 სათამაშო არის ფარგალში:
ა.მსაჯი წესებს ერთ-პიროვნულად უთანადებს მოვლენებს. მსაჯმა წესები ყოველთვის ზუსტად | განუხრელად უნდა ამოქმედოს.
ბ.მსაჯი ინიშნავს [სათამაშო] დროს. ერთი კია, ორგანიზატორს შეუძლია დანიშნოს [ცალკე] "დროის მსაჯი", რომელიც ტაიმის ბოლოს | დამთავრებას [ხმოვანი სიგნალით] საჯაროდ გამოაცხადებს.
გ.მსაჯი ითვლის ანგარიშს.
6.6 მსაჯი მოთამაშეებსა და შემცვლელებს [სათამაშო] არეში შესვლის ნებას მაშინ რთავს, როცა ეს დროული | უხიფათოა.
გლობალური სამართლის სასამართლო პროცესი
6.7 მსაჯი აძლევს მოთამაშეებს სათამაშო მოედნის დატოვების ნებართვას. თუმცა, მოთამაშეს შეუძლია წყალზე წვდომა ტექნიკური ზონიდან ან ლელოს დადების შემდეგ მკვდარი ხაზის უკნიდან, ნებართვის გარეშე.
სასტვენი
6.8 მსაჯს თან უნდა ჰქონდეს სასტვენი და მას ჩაჰბეროს:
ა. თამაშის ორივე ნახევრის დაწყებისა და დამთავრების ნიშნად.
ბ. თამაშის შესაჩერებლად -- მსაჯს ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეუძლია.
გ. "ბურთის გატანისა" და "ლელოს დაცვის" ნიშნად.
d. დამრღვევის [დროებით | ბოლომდე] გასაძევებლად -- აქ ჯარიმის დანიშვნის | "საჯარიმო ლელოს" ჩათვლის დროს მსაჯმა [ხელ]მეორედაც უნდა დაუსტვინოს.
e. ბურთის უქმად გახდომისას -- გამონაკლისია გაცუდებული | აცილებული გარდასახვა.
f. თუ ბურთის თამაში შეუძლებელია [ბურთი "ჩაიხურა"].
g. ჯარიმის | თავისუფალის | შერკინების დასანიშნად.
h. თუ თამაშის გაგრძელება სახიფათოა | მოთამაშის მძიმედ დაშავება აშკარაა.
უქმი ბურთიd
6.9 მსაჯმა ბურთი "უქმად" უნდა მიიჩნიოს, თუ:
ა. ბურთი აუტში | ლელოს კიდეზე გადავიდა.
ბ. ბურთი ლელოში დაამიწეს.
გ. გარდასახვა შესრულდა | უკვე დაირტყა.
დ. გავიდა | ჩაითვალა ლელო ან "ჯარიმიდან | არეკნით გატანილი" გოლი.
ე. ბურთი | "ბურთიანი მოთამაშე" შეეხო [ლელოს] უკანა ხაზს ან "რამეს მის გადაღმა".
ვ. ბურთი [სათამაშო] არის ზემოთ რამეს -- ჭერს, კამერას, ნათურას მოხვდა | შეეხო.
მსაჯის | "არა-მოთამაშის" შეხება
6.10 თუ ბურთი | "ბურთიანი მოთამაშე" შეეხო მსაჯს | არა-მოთამაშეს [გარეშე პირს], მაგრამ ამით ვერავინ იხეირა -- თამაში გრძელდება.თუ რომელიმე გუნდმა მაინც იხეირა მოედანში -- მსაჯმა შერკინება უნდა უბოძოს იმას, რომელმაც ბურთით ბოლომ ითამაშა.
6.11 თუ "ბურთიანი მოთამაშე" მსაჯს | არა-მოთამაშეს ლელოში შეეხო, ამით რომელიმე გუნდმა იხეირა და ბურთს ფლობდა:
ა. შემტევი -- მსაჯმა შეხების ადგილზე უნდა ჩათვალოს ლელო.
ბ.დამცველი -- მსაჯმა შეხების ადგილზე "ლელო დაცულად" უნდა მიიჩნიოს.
6.12 თუ ლელოში ბურთი მსაჯს | არა მოთამაშეს შეეხო -- მსაჯმა უნდა შეაფასოს, უამისოდ რა მოხდებოდა, და შეხების ადგილზე "ლელო გატანილად|დაცულად" მიიჩნიოს.
თანა-|კიდის მსაჯთან ურთიერთ-ქმედება
6.13 მსაჯს შეუძლია რჩევა თანა-მსაჯს ჰკითხოს ამის ფუნქციათა, ბინძურად თამაშის, [სათამაშო] დროისა და სხვა წესთა გამოც.
6.14 მსაჯს შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება, თუ თანა-|კიდის მსაჯმა ალამი აწია და ამით "აუტზე | ლელოს კიდეზე გადასვლა" ანიშნა; ანაც თანამსაჯმა ამავე ხერხით ანიშნა "ბინძურად თამაში".
ტელე-მსაჯი [ვიდეო-რეფი]
გლობალური სამართლის სასამართლო პროცესი
6.15 ორგანიზატორს შეუძლია დანიშნოს ტელე-მსაჯი, რომელიც ტექნიკის მოშველიებით გაარკვევს:
ა. დაამიწეს თუ არა ბურთი ლელოში.
ა. ბურთის [ლელოში] დამიწებისას მოთამაშე ხომ არ გადავიდა აუტში|ლელოს კიდეზე | [ლელოს] უკანა ხაზზე, ანაც ბურთი უქმი ხომ არ გახდა.
გ. გავიდა თუ არა [ფეხით დარტყმული] ბურთი კარში.
დ. ლელოს გატანის პროცესში ხომ არ დაირღვა წესი | წესის დარღვევით ხომ არ იქნა ლელო თავიდან აცილებული.
ე. ბინძურად ხომ არ ითამაშეს | რა სასჯელი იქნება უპრიანი.
6.16 ტელე-განხილვის მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ მსაჯს -- მათ შორის, თავად ტელე-მსაჯსაც. განხილვა მოქმედი პროტოკოლის მიხედვით წარიმართება. იხილეთ აქ -
მსაჯის საქმე თამაშის შემდეგ
6.17 მსაჯმა გუნდებს ანგარიში უნდა გამოუცხადოს და იგი ორგანიზატორსაც აცნობოს.
6.18 თუ მსაჯმა მოთამაშე [ბოლომდე | წითლით] გააძევა -- ორგანიზატორს ინციდენტის "წერილობითი პატაკი" შეძლების-და-გვარად მალე უნდაწარუდგინოს..
თანა - | კიდის მსაჯის დანიშვნა | მართვა
6.19 თამაშს ორი თანა-მსაჯი | კიდის მსაჯი ემსახურება. თუ ორგანიზატორს ისინი არ დაუნიშნავს -- გუნდებმა თითო "კიდის მსაჯი" უნდა გამოჰყონ.
6.20 ორგანიზატორს შეუძლია დანიშნოს "სათადარიგო მსაჯი", რომელიც -- თუ საჭირო გახდა -- შეცვლის თანა-მსაჯს | კიდის მსაჯს. ეს პირი თამაშის დროს პერიმეტრში იმყოფება.
6.21 "თანა- | კიდის მსაჯებს" რეფერი [მსაჯი] განაგებს. ამას შეუძლია "თანა-|კიდის მსაჯს" განუმარტოს მისი საქმეები | როლი და გადაწყვეტილებაც შეუცვალოს | გაუუქმოს. თუ "კიდის მსაჯი" მოვალეობას თავს ვერ ართმევს -- მსაჯს შეუძლია მისი გამოცვლა მოითხოვოს, მეტიც -- თუ მსაჯს მიაჩნია, რომ "კიდის მსაჯი" უწესოდ იქცევა -- მას გააძევებს და ამის შესახებ ორგანიზატორს უპატაკებს.
თანა- | კიდის მსაჯი თამაშის დროს
6.22 ასპარეზის ორივე კიდეზე თითო "თანა- | კიდის მსაჯი" მოქმედებს. "თანა- | კიდის მსაჯი" სულ კიდეზეა. გამონაკლისია "კარში დარტყმის" განსჯა. ამ დროს "თანა- | კიდის მსაჯი" ლელოში, "კარის ძელის" უკან დგება.
6.23 თუ "ბინძურად თამაშის" შესახებ მსაჯს უნდა მოახსენოს -- თანა-მსაჯს შეუძლია, თამაშის პირველივე შეჩერებისას, მსაჯის დასტურით შევიდეს [სათამაშო] არეში.
თანა-|კიდის მსაჯის ჟესტები
6.24 გადაწყვეტილების სანიშნებლად "თანა- | კიდის მსაჯს" ალამი ან მსგავსი რამ უნდა ეჭიროს.
6.25გარდასახვა | ჯარიმის კარში დარტყმა:ამ დროს კარის ორივე ძელის უკან თითო "თანა- | კიდის მსაჯი" უნდა დადგეს. თუ ბურთმა ძელებს შორის, ხარიხის ზემოთ გაიფრინა -- "თანა- | კიდის მსაჯებმა" გოლის ნიშნად ალმები უნდა აწიონ.
6.26 აუტში გასვლა:
ა. თუ ბურთი | "ბურთიანი მოთამაშე" აუტში | ლელოს კიდეზე გა[და]ვიდა -- "თანა- | კიდის მსაჯმა" ალამი უნდა აწიოს.
ბ. "თანა- | კიდის მსაჯი" უნდა დადგეს "აუტის მიჯნაზე" და ხელი გაიშვიროს იმ გუნდისკენ, რომელსაც მოწოდება ერგება.
გ. კიდიდან ბურთის მოწოდების შემდეგ "თანა- | კიდის მსაჯმა" ალამი უნდა დაუშვას -- იმ შემთხვევათა გარდა, როცა:
i. ბურთის მომწოდებელმა თუნდაც ცალი ტერფის ნებისმიერი ნაწილი [სათამაშო] მეოდანს დააბიჯა.
ii. ბურთი იმ გუნდმა მოაწოდა, რომელსაც არ ერგებოდა.
iii. "უცებ შემოგდებისას" გამოიყენეს სხვა ბურთი, ან აუტში გასვლის შემდეგ ბურთს -- მისი "იქ გადამტანისა" და "აუტიდან შემომდგების" გარდა -- სხვა პირიც შეეხო.
დ. იმას, ბურთი სათანადო ადგილიდან მოაწოდეს თუ არა - წყვეტს მსაჯი და არა "თანა- | კიდის მსაჯი".
6.27 ბინძურად თამაშის ნიშნება:
ა. ორგანიზატორს შეუძლია, თანა-მსაჯს დაავალოს მსაჯისთვის "ბინძურად თამაშის" ნიშნება.
ბ. მსაჯისთვის "ბინძურად თამაშისა" და უწესობის სანიშნებლად -- თანა-მსაჯმა ალამი ჰორიზონტალურად უნდა დაიჭიროს და მოედანში კიდის მართობულად გადაფინოს.
გ. "ბინძურად თამაშის ნიშნების" შემდეგ თანა-მსაჯი კიდეზე რჩება [თამაშის] მომდევნო შეჩერებამდე და მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას აგრძელებს.
დ. [თამაშის] პირველივე შეჩერებაზე თანა-მსაჯი [სათამაშო არეში შევა მსაჯის მიწვევით და მას ყველაფერს მოახსენებს. ამის შემდეგ მსაჯი თავად გადაწყვეტს, რა მოიმოქმედოს
ე. თუ მოთამაშე [ბოლომდე | წითლით] თანა-მსაჯის ჩარევის გამო გააძევეს -- ამავე თანა-მსაჯმა თამაშის შემდეგ, შეძლების-და-გვარად მალე -- მსაჯს უნდა წარუდგინოს "წერილობითი პატაკი", რომელიც გადაეგზავნება ორგანიზატორს.
სხვა პირები
გლობალური სამართლის სასამართლო პროცესი
მატჩის ორგანიზატორმა შეიძლება დააკავოს წესების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერი დამატებითი პირი, რომელიც დაარღვევს წესებს, გაფრთხილების ან მოედნიდან გაძევების სახით და წაუყენოს ბრალდება..
6.28 შესაბამისად გაწვრთნილ და აკრედიტებულ პირველადი დახმარების ან სასწრაფო (მოედნის გვერდით) დახმარების პერსონალს შეუძლია შევიდეს სათამაშო მოედანზე დაშავებული მოთამაშეების მოსავლელად ნებისმიერ დროს, როდესაც ეს უსაფრთხოა.
ა. შეიძლება იყოს ორამდე მედიკოსი, თითო მოედნის ორივე მხარეს, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის გაგრძელება.
ბ. შეიძლება იყოს ორამდე მედიკოსი, თითო მოედნის ორივე მხარეს, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის გაგრძელება.
გ. მედიკოსებს არ შეუძლიათ ბურთის მოედანზე გატანა ან შეხება, როდესაც ის თამაშის პროცესშია.. სანქცია: ჯარიმა, როდესაც თამაში განახლდება.
6.29 შემდეგ პირებს შეუძლიათ სათამაშო მოედანზე შესვლა იმ პირობით, რომ ისინი არ ერევიან თამაშში:
ა. ორი დანიშნული წყლის მზიდავი თამაშის შეჩერების დროს მოთამაშის დაზიანების გამო ან როდესაც ლელო გატანილია. (შენიშვნა: ცხელი ამინდის წესები შეიძლება ითვალისწინებდეს ორწუთიან შესვენებას თითოეულ ტაიმში.)
i. 23 კაციანი გუნდის მატჩებში, წყლის მზიდავებს მოედანზე შესვლა მხოლოდ ლელოს დადების შემთხვევაში შეუძლიათ - ქულის მიმღები გუნდი საკუთარ ნახევარში 10 მეტრიან ხაზზე/მის მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე. არაქულიან გუნდს შეუძლია წყლის შეტანა კარში ან ბურთის უკან დაბრუნება მოედნის ხაზის უკნიდან. წყლის მზიდავებს მოედანი უნდა გავიდნენ გარდასახვის შესრულებისას.
ii. პენალტის ლელოს დროს მოედანზე წყლის მზიდავებს არ შეუძლიათ შესვლა.
iii. მხოლოდ მაშინ, როდესაც ლელო არ არის დადებული, მოედნის ნეიტრალურ ადგილას უნდა იქნას გამოყენებული ბუნებრივი გაჩერება, რათა მოთამაშეებმა წყლის მიღება შეძლონ. თუ ეს ტრავმას ემთხვევა, წყლის მზიდავებს მოედანი უნდა დატოვონ, როდესაც სამედიცინო პერსონალი მოედანს დატოვებს..
iv. მოთამაშეებს შეუძლიათ წყალზე წვდომა ტექნიკურ ზონაში და საკუთარი მოედნის ხაზის უკნიდან. თუ წყალი კარში დარჩება, ეს პრივილეგია ჩამოერთმევათ.
v. წყლის მზიდავი არ უნდა იყოს რაგბის მთავარი მწვრთნელი ან დირექტორი.
ბ. პირი, რომელიც ატარებს მხოლოდ საჯარიმო მაისურს და ერთ წყლის ბოთლს (მხოლოდ დამრტყმელის გამოყენებისთვის), მას შემდეგ, რაც გუნდმა განაცხადა, რომ აპირებს კარში დარტყმას ან ლელო გატანილია.
გ. მწვრთნელები, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ გუნდებზე ტაიმის შემდეგ.
დ. ეს დამატებითი პირები ყოველთვის უნდა დარჩნენ თავიანთ ტექნიკურ ზონაში, სანამ შევიდნენ სათამაშო მოედანზე ზემოთ დაშვებული წესით. მათ არ უნდა შეეხონ ბურთს თამაშის დროს, მათ შორის ტექნიკურ ზონაში ყოფნის დროს. სანქცია: ჯარიმა, როდესაც თამაში განახლდება.
6.30 არცერთ დამატებით პირს არ უნდა მიუახლოვდეს, მიმართოს ან დაუმიზნოს მატჩის ოფიციალურ პირებს, გარდა სამედიცინო პერსონალისა, რომელიც ეხება მათი მოთამაშის მოპყრობას..
6.31 შემცვლელების მართვა შეიძლება დელეგირებული იყოს მატჩის ორგანიზატორის მიერ დანიშნულ გვერდითი ხაზის მენეჯერებზე. გვერდითი ხაზის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://officiating.worldrugby.org)