11 ბურთის წინ თამაში | პასი

წინ თამაში -- ბურთის დავარდნა

11.1"წინ თამაში" [სათამაშო] არის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება მოხდეს |აღინუსხოს.სასჯელი: შერკინება (თუ ამ დროს ბურთი კიდეზე | აუტში გადავა, "მართალ გუნდს" შეუძლია ბურთის უცებ შემოგდება | დერეფნის არჩევა).

11.2 თუ მოთამაშე მეტოქის ბოჭვისას ბურთს შეეხო და ბურთი მბოჭავისგან წინ წავიდა | დავარდა -- მბოჭავზე "წინ თამაშია". სასჯელი: შერკინება (თუ ამ დროს ბურთი კიდეზე | აუტში გადავა, "მართალ გუნდს" შეუძლია ბურთის უცებ შემოგდება | დერეფნის არჩევა).

11.3 მოთამაშემ ბურთი მტევნის | მკლავის დარტყმით | ჩაკვრით წინ განზრახ | განგებ არ უნდა გადააგდოს. სასჯელი: ჯარიმა.

11.4 თუ მოთამაშემ ბურთის დაჭერა | პასის ჩაჭრა სცადა და ამის შანსი ნაღდად ჰქონდა, მაგრამ ბურთი წინ დაუვარდა -- "განზრახ წინ თამაში" არაა.

11.5 "წინ თამაში" არაა და თამაში გრძელდება, თუ:

a. მოთამაშემ მეტოქეს [ფეხით] დარტყმაზე დაუფარა და ბურთი დამფარებლისგან წინ წავიდა.

b. თუ მოთამაშეს ბურთი მეტოქემ წაღლიტა | [ხელიდან] განგებ გააგდებინა და ბურთი წინ ამ მოთამაშისგან წავიდა.

წინ თამაში

დარტყმაზე დაფარება

წინ პასი | გადაწოდება

11.6"წინ პასი" [სათამაშო] არის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება მოხდეს |აღინუსხოს. სასჯელი: შერკინება.

11.7 მოთამაშემ ბურთი [ხელით] წინ განზრახ|განგებ არ უნდა გადააგდოს|გადააწოდოს. სასჯელი: ჯარიმა.