14 ბოჭვა
არსი
ბოჭვა ხდება | მისი წესი მოქმედებს მოედანზე, მაგრამ არა -- ლელოში. ბოჭვაზე მოთამაშეები ისე უნდა მოიქცნენ | გაისარჯონ, რომ ბრძოლა ალალი | თანა-სწორი | სამართლიანი გამოვიდეს და ბურთაობის უმალ გაგრძელებაც შესაძლებელი იყოს.

აუცილებელი პირობები
14.1 "ბურთიანი მოთამაშე" შებოჭილია -- თუ იგი ერთმა | რამდენიმე მეტოქემ დაიჭირა და [მიწაზე] წააქცია.
14.2 "წააქცია" ნიშნავს, რომ "ბურთიანი მოთამაშე" მიწაზე წევს | ზის | მინიმუმ ცალი მუხლით ეხება მიწას, ან აწევს | აზის | მუხლითვე ეხება სხვა წაქცეულს.
14.3 "დაიჭირა" ნიშნავს, რომ მბოჭავმა ბურთიანი წაქცევის შემდეგ "ცოტა ხნით მაინც" გააკავა.
ბოჭვის მონაწილენი
14.4 ბოჭვაში მონაწილეობენ:
ა. შებოჭილი [მოთამაშე].
ბ. მბოჭავ[ებ]ი.
გ. სხვები:
i. მოთამაშეები, რომლებმაც ბურთიანი დაიჭირეს, მაგრამ თავად არ წაქცეულან.
ii. მოთამაშეები, რომლებიც ბოჭვაზე ბურთის მოსაპოვებლად |დასაუფლებლად | ასაღებად მივიდნენ.
iii. მოთამაშეები, რომლებიც უკვე | ისედაც მიწაზე იწვნენ.
მონაწილეთა ვალდებულებანი
14.5 მბოჭავმა:
ა. ბურთსა და შებოჭილს ხელი უმალ -- წაქცევის-თანავე უნდა გაუშვას. სასჯელი : ჯარიმა.
ბ. იგი უმალ უნდა გაეცალოს | მოეშვას შებოჭილსა და ბურთს | უმალ წამოდგეს. სასჯელი : ჯარიმა.
გ. ვიდრე ბურთით | "ბურთზე" ითამაშებდეს -- ჯერ უნდა წამოდგეს. სასჯელი : ჯარიმა.
დ. მან შებოჭილს უნდა ადროვოს [აცალოს] | დაანებოს ბურთის გათავისუფლება | თამაში. სასჯელი : ჯარიმა.
e. შებოჭილს უნდა ადროვოს | დაანებოს ბურთის[გან] გაცლა | "გადაგორება". სასჯელი : ჯარიმა.
14.6 თუ წინა მუხლის პორობებს იცავს და რაქი ჯერ არ შექმნილა | დაწყებულა -- მბოჭავს შეუძლია "ბურთზე თამაში" -- ღონდაც მხოლოდ ჭიშკრიდან | თავისი ლელოს მხრიდან..
14.7 შებოჭილმა უმალ [მყის]:
ა. უნდა გაათავისუფლოს ბურთი თამაშის გასაგრძელებლად -- ბურთს ხელი გაუშვას | ბურთი მიწაზე [გა]დადოს ნებისმიერ მხარეს, ან ბურთი გადააწოდოს [სხვას უპასოს] | მიწაზე გააგოროს -- ოღონდაც, წინ არა. სასჯელი : ჯარიმა.
ბ. იგი უნდა გაეცალოს | მოშორდეს ბურთს | "გადაგორდეს" | [უბურთოდ] უმალ წამოდგეს. სასჯელი : ჯარიმა.
გ. ბურთზე | მის ახლოს ისე არ უნდა იწვეს, რომ მეტოქეს "ბურთის დაუფლებაში" ხელი შეუშალოს. სასჯელი : ჯარიმა.


შებოჭილმა თამაშის გასაგრძელებლად უმალ უნდა გაათავისუფლოს ბურთი
14.8 სხვები:
ა. არ უნდა წაიქცნენ. მათ უმალ უნდა [გა]უშვან ხელი ბურთსა და შებოჭილს. სასჯელი : ჯარიმა.
ბ. მათ მხოლოდ ზეზეულად | დგომელა შეუძლიათ "ბურთით თამაში". სასჯელი : ჯარიმა.
გ. ისინი ბოჭვაზე -- ბურთისთვის ბრძოლაში -- ჭიშკრიდან | თავისი ლელოს მხრიდან უნდა ჩაებან. სასჯელი : ჯარიმა.
დ. თუ თავად მიწაზე წვანან ბოჭვის ახლოს -- [მათ] ბურთით არ უნდა ითამაშონ | შებოჭონ მეტოქე. სასჯელი : ჯარიმა.
e. დაბლოკვაში ჩართული მოწინააღმდეგის მიწაზე დაგორება, გადაწევა ან მობრუნება აკრძალულია. სასჯელი : ჯარიმა.

ბოჭვის შემდეგ "ყველა სხვას" ბურთით თამაში მხოლოდ ზეზეულად შეუძლია

ბოჭვის შემდეგ წაქცეულ მოთამაშეს ბურთზე თამაში არ შეუძლია

ბოჭვის შემდეგ წაქცეულ მოთამაშეს ბურთზე თამაში არ შეუძლია
14.9 მოთამაშემ, რომელმაც ბოჭვაზე ბურთი აიღო | იხელთა:
ა. მისით უმალ უნდა ითამაშოს -- ბურთი ბოჭვის ადგილიდან წაიღოს | სხვას გადააწოდოს [უპასოს] | ბურთს ფეხი დაარტყას. სასჯელი : ჯარიმა.
ბ. ეს მოთამაშე, თუ მეტოქეს არ შეუბოჭავს -- იქვე | ახლოს [მიწაზე] არ უნდა წაწვეს | წაიქცეს. სასჯელი : ჯარიმა.
გ.შეიძლება შებოჭოს მეტოქემ, ოღონდაც მხოლოდ თავისი [ამ მეტოქის] ჭიშკრიდან | ლელოს მხრიდან. სასჯელი : ჯარიმა.
14.10 თუ ბოჭვის შედეგად მიწაზე [და]დებულ ბურთთან მივიდა და ფეხზე მდგარი [დგომელა] მოთამაშე -- მოქმედებას იწყებს "თამაშ-გარეს წესი". ორივე გუნდისთვის ცალკე | თითო "თამაშ-გარეს ხაზი" ივლება მოედნის მთელ სიგანეზე -- "კარის ხაზის" პარალელურად, ამ გუნდიდან ბოჭვის მონაწილეთა "სხეულის ბოლო ნაწილზე" [და არა -- მხოლოდ ფეხზე]. თუ ეს "ბოლო ნაწილი" კარის ხაზზე | მის უკანაა -- ამ გუნდისთვის "თამაშ-გარეს ხაზი" მისივე "კარის ხაზია"..

ფეხზე მდგარი მოთამაშე ბურთთან რომ მივა, უმალ გაივლება "თამაშ-გარეს" ხაზი
14.11 ბოჭვა დასრულდა, თუ:
ა. შეიქმნა რაქი.
ბ. ნებისმიერი გუნდის დგომელა მოთამაშემ ბურთი აიღო | იხელთა და იგი ბოჭვის ადგილიდან წაიღო | სხვას გადააწდა [უპასა] | ბურთს ფეხი დაარტყა.
გ. ბურთი ბოჭვის არეს გასცდა | გამოვიდა ბოჭვის არიდან.
დ. ბურთი ბოჭვის არეში შეფერხდა | "დაიმარხა". აქ მსაჯმა თუ ვერ დაადგინა, ვინ დაარღვია წესი -- შერკინება უნდა დანიშნოს, იმ გუნდის სასარგებლოდ, ვინც წინ მიიწევდა. თუ ამის დადგენა შეუძლებელია -- შერკინება შემტევი გუნდისაა.