15 რაქი
არსი
რაქში ბურთი მიწაზეა, მოთამაშეები კი მის მოსაპოვებლად | დასაუფლებლად იბრძვიან.


რაქის შექმნა
15.1 რაქი იმართება | ხდება მოედანზე, მაგრამ არა -- ლელოში.
15.2 რაქია -- თუ მეტოქეთა "თითო ან მეტი მოთამაშე" მიწაზე დებული ბურთის გარშემო ერთმანეთს ზეზეულად | დგომელა ეჭიდება.
15.3 რაქის განმავლობაში მის მონაწილეს "თავი და ბეჭები" საკუთარ გავაზე [თეძოზე] დაბლა არ უნდა ჰქონდეს დახრილი. სასჯელი : თავისუფალი.
თამაშ-გარე რაქის დროს
15.4 რაქის შექმნის-თანავე, ორივე გუნდისთვის ცალკე | თითო "თამაშ-გარეს ხაზი" ივლება მოედნის მთელ სიგანეზე -- "კარის ხაზის" პარალელურად, ამ გუნდიდან რაქში ჩაბმულთა "ბოლო ფეხზე". თუ ეს "ბოლო ფეხი" კარის ხაზზე | მის უკანაა -- ამ გუნდისთვის "თამაშ-გარეს ხაზი" მისივე "კარის ხაზია".

თამაშ-გარეს ხაზი რაქში | მოლში ჩაბმული ბოლო მოთამაშის ბოლო ფეხზე გადის, რის გამოც ყვითლიანი მოთამაშე ჯარიმაშია [თამაშ-გარეა].
რაქში ჩაბმა
15.5 რაქთან მისული მოთამაშე მასში "თამაშ-გარეს ხაზის" უკან, ზეზეულად | დგომელა უნდა ჩაებას. სასჯელი : ჯარიმა.
15.6მოთამაშეს შეუძლია ჩაებას "ბოლო ფეხის" გვერდით -- ოღონდ, წინ არა. სასჯელი : ჯარიმა.
15.7მოთამაშე უნდა შეეკრას გუნდელს | მეტოქეს -- "ხელის მოხვევა" [დროში] უნდა უსწრებდეს | ემთხვეოდეს რაქთან სხეულის სხვა ნაწილით შეხებას. სასჯელი : ჯარიმა.
15.8 მოთამაშე ან რაქში უნდა ჩაებას, ანაც უმალ ჩა[მო]ვიდეს "თამაშ-გარეს ხაზის" უკან. სასჯელი : ჯარიმა.
15.9 თუ მოთამაშე რაქიდან გავიდა -- მასში ხელახლა ჩაბმა კვლავაც შეუძლია "თამაშ-გარეს ხაზის" უკნიდან. სასჯელი : ჯარიმა.
რაქის დროს
15.10 რაქში ბურთის მოპოვება შეიძლება რაქვით | მეტოქის "გადაყრით" -- მიწოლის გამო მეტოქე თუ უკან დაიხევს.
15.11 "ფეხზე მდგარ" [დგომელა] მოთამაშეს შეუძლია [ხელით] უმალ აიღოს ბურთი, მაგრამ როგორც კი მეტოქე დაეჭიდება -- ხელით თამაში ორივე გუნდს ეკრძალება.სასჯელი : ჯარიმა.
15.12 რაქის განმავლობაში მისი მონაწილე ფეხზე უნდა იდგეს. სასჯელი : ჯარიმა.
15.13 მოთამაშე რაქში უნდა ჩაითრიონ [დაიჭირონ] | [მასში] თავად ჩაებას. თუ იგი უბრალოდ რაქის გვერდითაა -- მასში ჩაბმულად ვერ მიიჩნევა. სასჯელი : ჯარიმა.
15.14 მოთამაშეს შეუძლია ბურთის ფეხით თამაში -- ოღონდაც უხიფათოდ.
15.15 წაქცეული "ბურთის გაცლას" უნდა ეცადოს -- რაქში არ უნდა ითამაშოს ბურთით | არ უნდა შეაფერხოს რაქიდან გამომავალი ბურთი. სასჯელი : ჯარიმა.
15.16 მოთამაშემ:
ა. რაქში ბურთი ფეხ[ებ]ით არ უნდა აწიოს. სასჯელი : ჯარიმა.
ბ. რაქი განზრახ არ უნდა ჩააქციოს | იგი რაქს არ უნდა შეახტეს. სასჯელი : ჯარიმა.
გ. სხვას განზრახ | განგებ არ უნდა დააბიჯოს. სასჯელი : ჯარიმა.
დ. იგი რაქიდან გამომავალ ბურთს არ უნდა დაახტეს | დააწვეს. სასჯელი : ჯარიმა.
ე. ბურთი რაქიდან არ უნდა გამოაგდოს ფეხის მირტყმით | არც ამას ეცადოს. სასჯელი : ჯარიმა.
ვ. [რაქიდან] გამოსული ბურთი რაქში[ვე] არ უნდა მიაბრუნოს. სასჯელი : თავისუფალი.
g. თუ რაქი ჯერაც გრძელდება, ისეთი არაფერი უნდა ჩაიდინოს, რაც მეტოქეს აფიქრებინებს, რომ რაქი დასრულდა. სასჯელი : თავისუფალი.
რაქის დასრულება
15.17 თუ გუნდმა რაქში ბურთი ცხადად | თვალ-საჩინოდ მოიგო | მოიპოვა და მისით თამაში შეუძლია -- მსაჯი დაუძახებს "გამოიტანეთ!". აქედან 5 წამში გუნდმა ბურთი რაქს უნდა განარიდოს | მოაშოროს. სასჯელი : Scrum.
გლობალური სამართლის სასამართლო პროცესი
15.18მოთამაშეს, რომელიც რაკის ნაწილია ან იყო, არ შეუძლია ითამაშოს მოწინააღმდეგესთან, რომელიც რაკთან ახლოსაა (1 მეტრის რადიუსში) და ცდილობს ბურთის გადაგდებას..
სასჯელი : ჯარიმა.
15.19 თუ ბურთი რაქიდან გამოვიდა | უკვე ლელოშია [კარის ხაზზეა | მის გადაღმადაა] -- რაქი დასრულებულია და თამაში [ღიად] გრძელდება.
15.20 თუ ბურთი "ჩაიხურა | ჩაიმარხა" [მისით თამაში შეუძლებელი გახდა] -- რაქი დასრულებულია. თუ მსაჯმა გადაწყვიტა, რომ ბურთი რაქიდან დროულად ვერ გამოვა -- შერკინება უნდა დანიშნოს.