20 ჯარიმა | თავისუფალი
არსი
გუნდის მიერ ზოგი[ერთი] წესის დარღვევის შემდეგ -- მეტოქე თამაშს ჯარიმით | თავისუფალით აახლებს.
ადგილ-მდებარეობა
20.1ჯარიმა | თავისუფალი ინიშნება [სათამაშო] მოედანზე, ოღონდაც ლელოდან | კარის ხაზიდან მინიმუმ 5 მეტრზე. რა წესი დაირღვა და სად დაინიშნება ჯარიმა დგინდება ასე:
| წესი დაირღვა | ინიშნება |
|---|---|
| ღია თამაშში -- დამრტყმელზე გვიან თავ- დასხმის გარდა. | დარღვევის ადგილზე. |
| ბურთის უქმობისას. | სადაც თამაში უნდა განახლდეს; ოღონდაც თუ ეს ადგილი კიდის ხაზზე | მისგან 15 მეტრის ფარგალშია -- 15-მეტრა წყვეტილზე, მის გასწვრივ. |
| თუ თამაში გავარდნით განახლდებოდა, ნიშანი გავარდნის სასჯელის ხაზის ნებისმიერ წერტილშია (გადაწყვეტს არადამრღვევი გუნდი). | |
| თამაშის დროს, ოღონდაც [სათამაშო] არის გარეთ. | 15-მეტრა წყვეტილზე, დარღვევის ადგილის გასწვრივ; მაგრამ თუ დარღვევა ლელოს კიდეზე | [ლელოს] უკანა ხაზის გადაღმა მოხდა -- კარის ხაზიდან 5 მეტრზე [წყვეტილზე], დარღვევის ადგილის პირდაპირ, ოღონდაც კიდიდან მინიმუმ 15 მეტრზე. |
| დერეფანში. | აუტის მიჯნაზე, 15-მეტრა წყვეტილზე. |
| ფაზაში -- თამაშ-გარე. | დამრღვევის თამაშ-გარეს ხაზზე. |
| იმავე გუნდის მიერ,დარტყმის დანიშვნის შემდეგ, მაგრამ მის შესრულებამდე. | პირვანდელ ადგილზე 10 მეტრით წინ. |
| ღია თამაშში -- დამრტყმელს [გვიან] განზრახ დაეჯახნენ.. | |
| თუ დარღვევის ადგილი დამრტყმელის ლელოშია -- ჯარიმა გადმოდის კარის ხაზიდან 5 მეტრზე [წყვეტილზე], დარღვევის ადგილის პირდაპირ, ოღონდაც კიდიდან მინიმუმ 15 მეტრზე. | |
| თუ ბურთის მიწაზე დაცემის | "დაცემამდე ბურთით შემდეგი თამაშის | მისი შეხების" ადგილი კიდიდან 15 მეტრის ფარგალშია -- ჯარიმა ამის გასწვრივ, 15-მეტრა წყვეტილზე გადადის. | |
| თუ ბურთი შეხების ადგილას დაეცემა, არჩევითი ჯარიმა 15-მეტრიან ხაზზეა, იმ ადგილის შესაბამისად, სადაც ის შეხების ადგილას მოხვდა.. | |
| თუ ბურთი აუტში პირდაპირ გადავიდა | დაეცა -- 15 მეტრა ხაზზე, ბურთის აუტში გასვლის ადგილის გასწვრივ. | |
| თუ ბურთი ლელოში | ლელოს კიდეზე |[ლელოს] უკანა ხაზზე | ამის გადაღმა დაეცა -- კარის ხაზიდან 5 მეტრზე: იმ ადგილის პირდაპირ, სადაც ბურთმა კარის აზი გადაკვეთა -- ოღონდაც, კიდიდან მინიმუმ 15 მეტრზე. | |
| თუ ბურთი კარის ძელს | ხარიხას მოხვდა -- ბურთის მიწაზე დაცემის ადგილზე. | |
| ბურთი ხელით განზრახ გადააგდეს [სათამაშო] არიდან. | თუ გადააგდეს: |
| მოედნიდან კიდეზე | ლელოს კიდეზე | უკანა ხაზზე -- დარღვევის ადგილზე, ოღონდაც კიდიდან მინიმუმ 15 მეტრზე და კარის ხაზიდან მინიმუმ 5 მეტრზე. | |
| ლელოდან კიდეზე | ლელოს კიდეზე --კარის ხაზიდან 5 მეტრზე [წყვეტილზე], ოღონდაც კიდიდან მინიმუმ 15 მეტრზე. | |
| ლელოდან [ლელოს] უკანა ხაზზე -- კარის ხაზიდან 5 მეტრზე [წყვეტილზე] დარღვევის ადგილის პირდაპირ. | |
| Aლელოში | კარის ხაზიდან 5 მეტრის ფარგალში. | [სათამაშო] მოედანზე, კარის ხაზიდან 5 მეტრზე [წყვეტიზე] დარღვევის ადგილის პირდაპირ. |
20.2 ჯარიმა | თავისუფალი სრულდება იქიდან, სადაც დაინიშნა, ანაც ამ ადგილზე უკნიდან -- მასზე "გამავალი ხაზიდან". თუ დარტყმა უსწორო ადგილიდან შესრულდა -- უნდა გამეორდეს..
სამაგიერო ფაზები
20.3 გუნდს ჯარიმის მაგივრად შეუძლია შერკინების მოთხოვნა |არჩევა.
20.4 გუნდი, რომელიც დაჯილდოვდა:
a. ლაინაუტზე ჯარიმის შემთხვევაში, შესაძლოა, იმავე ნიშნულზე ლაინაუტი ან შერკინება აირჩიონ.
b. საჯარიმო დარტყმის დროს, რომელიც ლაინ აუთზეა შესრულებული, შესაძლოა იმავე ნიშნულზე ლაინ აუტი აირჩიოთ.
შესრულება
20.5 დარტყმა მალე [გაუჯანჯლებლივ] უნდა შესრულდეს. სასჯელი:Scrum.
20.6 დარტყმა გუნდის ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.
20.7 დამრტყმელმა უნდა გამოიყენოს ის ბურთი, რომლითაც თამაშობდნენ. "უვარგისი ბურთის" გამოცვლა შეიძლება მხოლოდ მსაჯის დასტურით.. სასჯელი:Scrum.
20.8 ბურთის დარტყმა შეიძლება ხელიდან | არეკნით | მიწიდან. გამონაკლისი: მიწიდან არ შეიძლება კიდეზე [აუტში] დარტყმა.
20.9 დარტყმა შეიძლება ნებისმიერ მხარეს [მიმართულებით].
20.10 დამრტყმელის [მთელი] გუნდი დარტყმამდე ბურთის უკან უნდა იყოს. გამონაკლისია მიწიდან დარტყმისას ბურთის დამჭერი. სასჯელი:Scrum.
20.11 დარტყმით ბურთი თვალ-საჩინოდ უნდა გადაადგილდეს: თუ დამრტყმელს ხელით უჭირავს -- ბურთი მტევანს ცხადად უნდა მოშორდეს. თუ ბურთი მიწაზე დევს -- ადგილი უნდა მოინაცვლოს. თუ დარტყმა სწორად შესრულდა -- დამრტყმელს ბურთით [ხელ-ახლა] თამაში არა-ნაირად არ ეზღუდება. სასჯელი:Scrum.
მეტოქე დარტყმის დროს
20.12 ჯარიმის | თავისუფალის დანიშვნის-თანავე მეტოქემ [ამ ადგილიდან] უმალ უკან უნდა დაიხიოს 10 მეტრით, ანაც თავის ლელოში [კარის ხაზამდე] ჩავიდეს -- თუ ეს უფრო ახლოა.. სასჯელი:ხხელ-ახალი ჯარიმა | თავისუფალი -- პირვანდელზე 10 მეტრით წინ. ეს დარტყმა რომ შესრულდეს -- მსაჯმა ჯერ "ახალი ადგილი" უნდა მონიშნოს.>
20.13 გინდ დარტყმა უცებ შესრულდეს და [დამრტყმელის] გუნდიც ბურთაობდეს -- მეტოქემ მაინც უკან უნდა იხიოს და დადგენილი მანძილის გავლამდე თამაშში არ ჩაერიოს სასჯელი:ხხელ-ახალი ჯარიმა | თავისუფალი -- პირვანდელზე 10 მეტრით წინ. ეს დარტყმა რომ შესრულდეს -- მსაჯმა ჯერ "ახალი ადგილი" უნდა მონიშნოს.>
20.14 თუ დარტყმა ისე სწრაფად შესრულდა, რომ მეტოქემ გაცლა ვერ მოასწრო -- არ უნდა დაისაჯოს. მას თამაშში ჩარევა შეეძლება 10 მეტრით უკან-დახევის შემდეგ, ან როცა მას გადაუსწრებს "დარტყმის ადგილს" 10 მეტრით დაშორებული გუნდელი. სასჯელი:ხხელ-ახალი ჯარიმა | თავისუფალი -- პირვანდელზე 10 მეტრით წინ. ეს დარტყმა რომ შესრულდეს -- მსაჯმა ჯერ "ახალი ადგილი" უნდა მონიშნოს.>
20.15 მეტოქე დამრტყმელს არ უნდა გადაეღობოს. მან [მართალ] გუნდს ხელი არ უნდა შეუშალოს დარტყმის დროულად | უცებ შესრულებაში -- მისგან შორს განგებ არ უნდა წაიღოს | გადააგდოს | ფეხით დაარტყას ბურთი. სასჯელი:ხხხელ-ახალი ჯარიმა | თავისუფალი -- პირვანდელზე 10 მეტრით წინ. ეს დარტყმა რომ შესრულდეს -- მსაჯმა ჯერ "ახალი ადგილი" უნდა მონიშნოს.>

ჯარიმის კარში დარტყმა
მეტოქე თავისუფალის დროს
20.16 როგორც-კი დამრტყმელი გამოძრავდება -- მეტოქეს შეუძლია შესაბოჭად | დარტყმაზე დასაფარებლად მიუხდეს | მიეჭრას | თავს დაესხას.
20.17 თუ მეტოქე დამრტყმელს წესის დაცვით მიუხდა და არ დაარტყმევინა --თავისუფალი უქმდება. მეტოქეს იქვე ერგება შერკინება.