სადგამიდან დარტყმა
დარტყმამდე, დამრტყმელმა უნდა:
- შეარჩიოს სამიზნე ძელებს შორის
- მოათავსოს ბურთი სადგამზე, ბურთის წვერით სამიზნისკენ
- გადაადგეს ბურთს, დამრტყმელი ფეხით ახლოს ბურთის უკან, ხოლო არა - დამრტყმელი ფეხით იქ, სადაც ის აღმოჩნდება ბურთთან კონტაქტისას
- უკან გაიწიოს კომფორტულ პოზიციაზე
- ბურთისაკენ დაძვრისათვის მომზადებისას მოეშვას
- დაიწყოს ბურთთან მიახლოვება, ნახევარ წრის გარბენით, რომ გაიხსნას მენჯები მაქსიმალური ძალის გამოსამუშავებლად
დარტყმის მიმდინარეობისას, დამრტმელმა უნდა:
- გაამოძრაოს საპირისპირო ხელი წინ, რომ სამიზნისკენ მიატრიალოს მხარი
- მოათავსოს არა - დამრტყმელი ფეხი მენჯის სიგანეზე ბურთიდან, ხოლო ტერფის შიდა ნაწილით (ბუცების შესაკრავი) იქონიოს სამიზნის ხაზზე
- იქონიოს შუატანი მძლავრად, შემდეგ გაიტანოს (გადატენოს) ფეხი მენჯის და მუხლის მოხრასთან ერთად
- გაშალოს ფეხი, მენჯის და მუხლის გამართვის ხარჯზე
- კონტაქტი გააკეთოს ტერფის შიდა ნაწილზე მყოფი ძვლით (ბუცის შესაკრავი) ბურთთან (სამიზნე უნდა იყოს 1/3 ზე ბურთის ძირიდან)
- შეინარუნოს ფეხების სისწრაფე კონტაქტის მიმდინარეობისას
დარტყმის შემდეგ, დამრტყმელმა უნდა:
- იქონიოს თავი დახრილ მდგომარეობაში და წინ
- გააყოლოს ბურთს დამრყმელი ფეხი სამიზნისკენ და მოძრაობა დაასრულოს მაგ მიმართულებით
- გაყვეს წინვლის ინერციას წინ, არა - დამრტყმელი ფეხით, რომ დაეშვას იმავე ფეხზე