მწვრთნელების კუთხე
მომდევნო გვერდებზე მწვრთნელებს შეუძლიათ იხილონ პასუხები ზოგიერთ ხშირად დასმულ კითხვაზე Activate პროგრამის შესახებ
რა არის Activate და რატომ უნდა გამოიყენონ ის მწვრთნელებმა?
Activate არის რაგბის ვარჯიშებისა და მატჩის წინ მოთელვისთვის განკუთვნილი პროგრამა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს მოთამაშეების ფიზიკური მომზადებისთვის... მეტი
არსებობს თუ არა იმის მაგალითები, რომ გუნდები იყენებენ Activate-ს?
ნახეთ, თუ როგორ იყენებს გუნდი Fijian Drua საკუთარი მოთამაშის მოსამზადებლად „Teke Vu Vinaka-ს“, ანუ „კარგ დასაწყისს“, ასევე გაეცანით მისგან მიღებულ სარგებელს... მეტი
Activate-ის გამოყენებასთან დაკავშირებით რომელი ძირითადი საკითხები უნდა იცოდნენ მწვრთნელებმა?
Activate-ის გამოყენება შესაძლებელია ვარჯიშის დაწყებისას ან ვარჯიშის დროს, ასევე მატჩისწინა მოთელვისას. თუ პროგრამა ერთ ბლოკად სრულდება, ახალგაზრდული ვერსიები 20 წუთს მოითხოვს, ხოლო ზრდასრულთა პროგრამა – 25 წუთს, მას შემდეგ, რაც მოთამაშეები და მწვრთნელები ვარჯიშებს გაეცნობიან... მეტი
როგორ უნდა გააცნონ მწვრთნელებმა Activate მოთამაშეებს?
იმისათვის, რომ Activate იყოს ეფექტური, მოთამაშეებმა სავარჯიშოები უნდა შეასრულონ სათანადო კონტროლის, ბალანსის და ტექნიკის გამოყენებით. მწვრთნელები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ პროგრამას, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოთამაშეების მონიტორინგის და მათთვის ძირითადი პუნქტების გაცნობის პროცესში, რაც უზრუნველყოფს სავარჯიშოების სათანადო ფორმით შესრულებას.... მეტი
როგორ შეუძლიათ მწვრთნელებს დაეხმარონ თავიანთ მოთამაშეებს Activate-ის სავარჯიშოების სწორად შესრულებაში?
მოთამაშეებისთვის Activate-ის სავარჯიშოების შემოთავაზებისას მთავარია, რომ მოთამაშეებმა Activate-ის სავარჯიშოები შეასრულონ შემდეგი მახასიათებლებით, რათა შეძლონ ამ პროგრამიდან სარგებლის სრულად მიღება... მეტი
როგორ უნდა გაიგონ მწვრთნელებმა, თუ როდის არის საჭირო პროგრამის მომდევნო დონეებზე გადასვლა?
Activate-ის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ისაა, რომ პროგრამის თითოეული ვერსია რამდენიმე დონისგან შედგება. ყოველი მომდევნო დონე მოთამაშეებს სთავაზობს გაზრდილი სირთულის სავარჯიშოებს ან გამეორებების მეტ რაოდენობას... მეტი
მწვრთნელებმა Activate-ის პროგრამა აუცილებლად დადგენილი მეთოდით უნდა ჩაატარონ თუ შეუძლიათ გარკვეული ასპექტების შეცვლა?
მწვრთნელების მიერ Activate-ის პროგრამის განხორციელების მეთოდზე გავლენას მთელი რიგი ფაქტორები ახდენს. მოთამაშეების მომზადების დონე და ვარჯიშების ისტორია, სავარჯიშო სესიის მიზნები, პროგრამის კონკრეტული დონისთვის დახარჯული დრო, გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი ობიექტები და აღჭურვილობა და სათამაშო გარემო - ყველაფერი ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ახდენენ მწვრთნელები პროგრამის რეალიზაციას... მეტი
როგორ გავიგო მეტი Activate-ის შესახებ?
არსებობს ინფორმაციის მრავალი წყარო, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი Activate-ის შესახებ... მეტი